Maia Ziegler
გერმანული და ქართული ენების აღიარებული, საჯაროდ
რწმუნებული და საყოველთაოდ ნაფიცი მთარგმნელი
Maia Ziegler
აღიარებული, მიუნხენის 1. სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტის
მიერ ქართული ენის საჯაროდ რწმუნებული და საყოველთაოდ ნაფიცი მთარგმნელი
თარგმნა და თარჯიმნობა
ლექსიკონია -ქართულ-გერმანული, გერმანულ-ქართული თარგმანი და ოფიციალურად დამოწმება, თარჯიმნობა
მომსახურება
აღიარებული, მიუნხენის I სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ საჯაროდ რწმუნებული და საყოველთაოდ ნაფიცი ქართული ენების მთარგმნელი გითარგმნით და დაგიმოწმებთ შემდეგი სახის დოკუმენტებს:
სახელმწიფო / საჯარო / იურიდიული დოკუმენტები (ყოველგვარი სახის საბუთები / მოწმობები, პატენტები, საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციები, სასამართლოს შეტყობინებები, განაჩენები და ა.შ), კანონმდებლობა / სამართალი
საერთაშორისო, თანამშრომლობის, ნასყიდობის, სამსახურებრივი და ა.შ. ხელშეკრულებები
სუბტიტრები / სცენარები
ლიტერატურული თარგმანები / პროზა
ჩემს შესახებ
- დაბ. თბილისში, საქართველოში
- ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტი (ამჟამად, ილიაუნი), გერმანული ენა
- რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული
- გერმანულ- და ქართულენოვანი პრესის რედაქტირებისმრავალწლიანი გამოცდილება
- მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიან-უნივერსიტეტის ახალი გერმანული ლიტერატურის და პოლიტმეცნიერების ფაკულტეტები, მაგისტრატურა
- გოეთეს ინსტიტუტისა და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიან-უნივერსიტეტის გერმანული ენის ერთობლივი დიდი დიპლომი
- მთარგმნელთა სახელმწიფო გამოცდა, გერმანია, ჰესენის მიწა
- აღიარებული, მიუნხენის 1. სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ ქართული ენის საჯაროდ რწმუნებული და საყოველთაოდ ნაფიცი მთარგმნელი
- მთარგმნელთა და თარჯიმანთა ფედერალური კავშირის (BDÜ) წევრი
ღირებულება
ფასები
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ექსპერტთა, თარჯიმანთა, მთარგმნელთა, ნაფიც მსაჯულთა, მოწმეთა და მესამე პირთა ანაზღაურების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის (JVEG) შესაბამისად. დაანგარიშებისას გათვალისწინდება თარგმანის დამზადების სასურველი ვადა, მოცულობა (ნორმირებული ხაზები), ტექსტის სირთულე (თემატიკა და სინტაქსი) და ფორმატი (თაბახი, Word, PDF, სხვა ფორმატი, ცხრილები, ხელნაწერები და ა.შ.), აგრეთვე დამოწმების საჭიროება, საფოსტო ხარჯები (რეგულარული/დაზღვეული/სასწრაფო გზავნილი, დანიშნულების სახელმწიფო და ა.შ.), კანონმდებლობით განსაზღვრული დღგ (აქტუალურად 19%).
ე.წ. სასწრაფო თარგმანი მიღებიდან 24-48 საათის განმავლობაში მზადდება. სასწრაფო/გადაუდებელი მომსახურების სურვილს ფასზე შესაბამისი ზეგავლენა აქვს.
აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით (JVEG) რეგულირდება თარჯიმნად მომსახურების ფასები. მომსახურების დროს ათვლა იწყება ოფისიდან გასვლიდან და მთავრდება ოფისში დაბრუნებით (ე.წ. სახლიდან-სახლამდე-წესი). სასურველი მომსახურების ზუსტად დაანგარიშების მიზნით დაგვიკავშირდით.

