ხსპ
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მთარგმნელებისთვის
1. მოქმედების სფერო
(1) მთარგმნელსა და შემკვეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ხსპ) ძალაშია, გარდა სხვა, მკვეთრი შეთანხმების ან კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შემთხვევაში.
(2) შემკვეთის სტანდარტული პირობები მთარგმნელისთვის სავალდებულოა მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
2. თარგმანის მოცულობა
თარგმანი მზადდება პროფესიული რეგულაციების შესაბამისად. შემკვეთი მიიღებს ხელშეკრულებით შეთანხმებულ თარგმანს.
3. შემკვეთის მიერ მთარგმნელთან თანამშრომლობისა და თარგმანისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
(1) შემკვეთმა მთარგმნელს წინასწარ უნდა აცნობოს თარგმანის სასურველი ზომა და ფორმა (გამოყენების მიზანი, მიწოდება, რაოდენობა, დასაბეჭდად მომზადება, თარგმანის სახე და ა.შ.). თარგმანის დასაბეჭდად მომზადების ან დაბეჭდვის საჭიროების შემთხვევაში შემკვეთმა მთარგმნელს დროულად უნდა გადასცეს სათანადო ასლი რედაქტირებისთვის. სახელები, გვარები, თარიღები და ციფრები შემკვეთმა უნდა გადაამოწმოს.
(2) თარგმანისთვის საჭირო ინფორმაცია და მასალა (შემკვეთის ტერმინოლოგია, სურათები, ნახაზები, ცხრილები, შემოკლებული სიტყვების ახსნა-განმარტება, საკუთარი ტერმინოლოგია და ა.შ.) შემკვეთმა მთარგმნელს შეკვეთისას, თარგმანის დაწყებამდე უნდა მიაწოდოს.
(3) თარგმანისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დედანი მასალის დაგვიანების, ხარვეზიანად ან არასრულყოფილად მიწოდების შემთხვევაში მთარგმნელი შეცდომებისთვის და მზა თარგმანის დაგვიანებით ჩაბარებისთვის პასუხს არ აგებს.
(4) ტექსტის გამოყენება შემკვეთის პასუხისმგებლობაა. თარგმანის დამზადების უფლების დადგენა მისი მოვალეობაა. სათარგმნი მასალის მესამე პირთა საავტორო და პირადი უფლებებისგან ის მთარგმნელს ათავისუფლებს.
4. შემკვეთის უფლებები ხარვეზიანი თარგმანის შემთხვევაში
(1) შემკვეთს მხოლოდ თარგმანში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნის უფლება აქვს. მთარგმნელს მხოლოდ თარგმანში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება აქვს.
(2) შემკვეთმა მთარგმნელს ხარვეზის აღმოფხვრა დაუყონებლივ უნდა მოსთხოვოს, ამასთანავე, ხარვეზი კონკრეტულად უნდა დაასახელოს.
(3) მთარგმნელის მიერ მითითებული ხარვეზის შეთანხმებულ ვადაში არ აღმოფხვრის, ან ხარვეზის აღმოფხვრაზე უარის ან ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შემკვეთს უფლება აქვს, მთარგმნელის განმარტების შემდეგ, ხარვეზის გამოსწორება სხვა მთარგმნელს დაავალოს ან დამზადებულ თარგმანზე ნაწილობრივი ფასდაკლება მოითხოვოს ან ხელშეკრულება გააუქმოს.
5. პასუხისმგებლობა
(1) მთარგმნელს პასუხისმგებლობა მხოლოდ პირადი მოვალეობის დაუდევრად ან განზრახ დაშვებული, უხეში დარღვევის შემთხვევაში ეკისრება. უნებლიე დაუდევრობა კომპიუტერის გაფუჭების ან ელფოსტის გაგზავნისას ინტერნეტის გამორთვის ან ვირუსის შედეგად წარმოქმნილი ზარალია. მთარგმნელი ამგვარი ზიანის პრევენციის მიზნით იყენებს ანტივურუსულ პროგრამებს. საკუთარ მსუბუქ დაუდევრობაზე მთარგმნელს პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებების დარღვევისას ეკისრება.
(2) შემკვეთის მიერ მთარგმნელის წინააღმდეგ არსებული ზარალის ანაზღაურების პრეტენზია პ. 5 (1) და (4)-ში აღნიშნული ზარალის შემთხვევაში 5.000 ევროს არ აღემატება; 5.000 ევროზე მეტი შესაძლო ზარალის ანაზღაურების პრეტენზიის შესახებ მკვეთრი შეთანხმება შეკვეთამდე წერილობით უნდა დაიდოს.
(3) პასუხისმგებლობიდან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლებით (პ.5 (1) და (2)) არ იგულისხმება მომხმარებლის სიცოცხლის, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.
(4) თარგმანში არსებული ხარვეზების გამო მთარგმნელის მიმართ არსებული პრეტენზია (§ 634ა BGB/სამოქალაქო კოდექსი) დამზადებული თარგმანის შემკვეთისთვის ჩაბარებიდან ერთი წლის ამოწურვით გაბათილდება. (შენიშვნა: ეს მუხლი ეხება მხოლოდ კომპანიებთან არსებულ და არა კერძო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებებს)
6. პროფესიული საიდუმლოება
მთარგმნელი ვალდებულია, დაიცვას შემკვეთისა და შეთანხმებული დავალების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის საიდუმლოება.
7. მესამე პირებთან თანამშრომლობა
(1) მთარგმნელს უფლება აქვს, დაავალოს შეკვეთის შესრულება თანამშრომლებს ან კომპეტენტურ მესამე პირებს.
(2) კომპეტენტური მესამე პირის დასაქმების შემთხვევაში მთარგმნელმა უნდა უზრუნველყოს მესამე პირის მიერ პ.6-ში აღნიშნული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
8. ჰონორარი
(1) შემკვეთმა მთარგმნელის ჰონორარი ქვითარზე უნდა გადაიხადოს მითითებული თარიღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში ყოველგვარი ფასდაკლების და გამოქვითვის გარეშე.
(2) გარდა შეთანხმებული ჰონორარისა, მთარგმნელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემკვეთთან შეთანხმებული, შეკვეთის შესრულებისას წარმოქმნილი დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული დღგ, რომელიც ემატება ჰონორარის თანხას. მთარგმნელს უფლება აქვს, წინასწარ მოითხოვოს ჰონორარის სრულიად ან ნაწილობრივ გადახდა.
(3) ჰონორარის რაოდენობის წინასწარ არ შეთანხმების შემთხვევაში შემკვეთს ეკისრება ანგარიშსწორების ქვითარზე მითითებული თანხის სრულყოფილად გადახდა. ამ შემთხვევაში გადასახადი ექსპერტთა, თარჯიმანთა, მთარგმნელთა, ნაფიც მსაჯულთა, მოწმეთა და მესამე პირთა ანაზღაურების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის (JVEG) შესაბამისი პარაგრაფებით განსაზღვრულ ჰონორარს შეესაბამება ან აღემატება
9. საკუთრების და საავტორო უფლებები
(1) ანგარიშსწორების დასრულებამდე თარგმანი მთარგმნელის საკუთრებას წარმოადგენს.
(2) თარგმანის სრულ საავტორო უფლებებს მთარგმნელი მუდმივად ფლობს.
10. ლიკვიდაციის უფლება
თუ მთარგმნელმა შემკვეთს თარგმნა ინტერნეტით შესთავაზა, ამასთანავე, უკვე დაიწყო თარგმანის დამზადება და ეს შემკვეთს უკვე აცნობა, შემკვეთს ლიკვიდაციის უფლება აღარ აქვს
11. მოქმედი კანონმდებლობა
(1) შეკვეთის დამზადება და მასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა რეგულირდება გერმანიის კანონმდებლობით.
(2) ხელშეკრულება იდება გერმანულ ენაზე.
12. სალვატორული/გამოყოფილი პუნქტი
ცალკეული მუხლების გაუქმებით ან კანონმდებლობასთან შეუსაბამობით სხვა პირობები არ უქმდება. არასწორი ან გაუქმებული მუხლი იმ კანონიერი მუხლით შეიცვლება, რომელიც ეკონომიურ და სასურველ მიზანს ყველაზე საუკეთესოდ მოემსახურება.
13. ცვლილებები და დანართები
ამ ხელშეკრულების ზოგადი პირობების ცვლილებებსა და დანართებს ძალა აქვს მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

