თქვენს პირად მონაცემებს (შემდეგში დასახელებული, როგორც „მონაცემები“) ვიყენებთ მხოლოდ ვალდებულების შემთხვევაში და  ვებ-გვერდის მოხმარების გაადვილების მიზნით. 

მუხლი 4, ციფრი 1 2016/679 (ევროკავშირი) წესდების, ანუ ე.წ „მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების“ ( შემდეგში მხოლოდ „DSGVO“) შესაბამისად, „დამუშავება“ გულისხმობს პირად მონაცემებთან დაკავშირებულ, ნებისმიერი ავტომატიზირებული გზით ან არაავტომატიზირებული ნაბიჯს ან ნაბიჯებს, მათ შორის, მონაცემების მიღება-მოპოვებას, ჩაწერას, ორგანიზება/მართვას, დალაგებას, დამახსოვრებას, შეთანხმებას ან შეცვლას, ამოკითხვას, გამოყენებას, გამოქვეყნებას, გაგზავნას ან სხვა გზით მიწოდებას, შედარებას ან დაკავშირებას, შეზღუდვას, წაშლას ან განადგურებას.

წინმდებარე მონაცემთა დაცვის განმარტებით გაცნობებთ განსაკუთრებით, პირად მონაცემთა მიღება-გამოყენება-შენახვა-განადგურების ფორმას, ზომას, მოცულობას, მიზანს, ხანგრძლივობას და იურიდიულ საფუძველს, მათ ჩვენს მიერ ან მესამე პირების მეშვეობით დამუშავებას. გარდა ამისა, შემდეგში გაცნობებთ გამოყენებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამოყენებულ სხვა შემადგენელ ნაწილებს, და მესამე პირების მიერ დამუშავებისას მათ პასუხისმგებლობას.

მონაცემების დაცვის ჩვენი განმარტება შედგება შემდეგი ინფორმაციისგან:

  1. ინფორმაცია ჩვენს, – პასუხისმგებელ პირთა შესახებ
  2. მომხმარებელთა და შესაბამის პირთა უფლებები
  3. ინფორმაცია მონაცემთა გამოყენების შესახებ.

I. ინფორმაცია ჩვენს, როგორც პასუხისმგებელ პირთა შესახებ

ამ ვებ-გვერდის მონაცემთა დაცვაზე სამართლებრივ პასუხს აგებს:

მაია ციგლერი

ჰიერონიმუსშტრასე 24ა

81241 მიუნხენი

გერმანია

ტელეფონი: 0049 (0) 177 683 09 18
ტელეფაქსი: 0049 (0) 89 999 505 52

ვებ-ფოსტა:  lexikonia@georgischdeutsch8438.live-website.com

II. მომხმარებელთა და შესაბამის პირთა უფლებები

შემდეგში ვრცლად აღწერილი მონაცემთა დამუშავების განმარტების შესაბამისად, მომხმარებლებს და შესაბამის პირებს უფლება აქვთ:

  • მოითხოვონ მათი მონაცემების დამუშავების მტკიცებულება, ინფორმაცია დამუშავებული მონაცემების შესახებ, აგრეთვე დამატებითი მასალა მონაცემთა დამუშავებაზე და მათი ასლები (შეადარეთ აგრეთვე 15 DSGVO);
  • მოითხოვონ არასწორი ან არასრულყოფილი მონაცემების შესწორება ან სრულყოფილად შევსება (შეადარე 16 DSGVO)
  • მოითხოვონ მათ შესახებ არსებულ მონაცემთა დაუყონებლივ წაშლა (შეადარე 17 DSGVO) ან თუ § 17 DSGVO ამას მოითხოვს, § 18 DSGVO-ს შესაბამისად, მათი დამუშავების შეზღუდვა.
  • მათ შესახებ ან მათგან მოწოდებულ მონაცემთა მიღების წინ ამ მონაცემების სხვა მომწოდებლისთვის/პასუხისმგებელისთვის გადაცემის უფლება (შეადარე აგრეთვე 20 DSGVO).
  • მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების დარღვევით პირადი მონაცემების გამოყენების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონტროლის პალატაში გასაჩივრების უფლება (შეადარე აგრეთვე 77 DSGVO).

გარდა ამისა, მომწოდებელმა უნდა აცნობოს მომხმარებელს მონაცემების ყოველგვარი შესწორება ან განადგურება/წაშლა ან § 16, 17 მუხლი 1, 18 DSGVO-ს შესაბამისად განხორციელებული დამუშავების შეზღუდვა. ზომას გადაჭარბებული დატვირთვის ან ტექნიკური ან სამართლებრივი შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ვალდებულება ბათილად ითვლება. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს უფლება აქვს, იცოდეს, თუ ვის მიეწოდა მისი მონაცემები.

გარდა ამისა, § 21 DSGVO-ს შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, პირადი მონაცემების, განსაკუთრებით, პირდაპირი რეკლამისთვის გამოყენება § 6 მუხლი 1 ასო ფ DSGVO-ს შესაბამისად გაასაჩივროს.

III. ინფორმაცია მონაცემების გამოყენების შესახებ

თუ დამახსოვრების მიზნის მიღწევისას მონაცემების წაშლა კანონით მოთხოვნილ შენახვის ვალდებულებას არ ეწინააღმდეგება და მომავალში სხვა სახის კანონი დამუშავების კონკრეტულ ნაბიჯების შესახებ არ ამოქმედდება,  თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენს შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას წავშლით ან დავბლოკავთ.

სერვერის ინფორმაცია

ტექნიკური მიზეზების, განსაკუთრებით, ვებ-გვერდის ქმედუნარიანობისთვის, თქვენი მონაცემები თქვენი ვებ-ბრაუზერით ჩვენ ან ჩვენი ვებ-სივრცის პროვაიდერს გადმოეცემა. ამ ე.წ. სერვერ-ლოგფაილებით გადმოგვეცემა – მათ შორის, თქვენი ვებ-ბრაუზერის ტიპი და ვერსია, მისი სამუშაო სისტემა, ის ვებ-გვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებ-გვერდზე გადმოინაცვლეთ (მიმთითებელი URL), ჩვენი ვებ-გვერდ(ებ)ი, რომლებიც მოინახულეთ, თქვენს მიერ გვერდზე ვიზიტის თარიღი, დრო და იმ ინტერნეტ-კავშირის IP-მისამართი, რომლითაც ვებ-გვერდზე ვიზიტი განახორციელეთ.

ამგვარად მიღებული მონაცემები სხვა მონაცემებისგან განცალკევებულად, დროებით დამახსოვრდება.

ეს დამახსოვრება § 6, მუხლი 1 ასო ფ DSGVO-ს კანონის შესაბამისად განხორციელდება. კანონი ჩვენი ვებ-გვერდის ქმედუნარიანობის და მისი უსაფრთხოების გაუმჯობესება-შენარჩუნების უფლებას გვანიჭებს.

იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებებად შენახვას კანონი არ მოითხოვს, მონაცემებს 7 დღის შემდეგ საბოლოოდ წავშლით. კანონიერი ვალდებულების შემთხვევაში მონაცემებს სრულიად ან ნაწილობრივ არ წავშლით.

Cookies

ა) სესიის Cookies

ვებ-გვერდზე ვიყენებთ ე.წ Cookies. Cookies მცირე მოცულობის ტექსტი ან შენახვის სხვა ტექნოლოგია არის, რომლებიც თქვენს მიერ გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერით თქვენს ხელსაწყოზე იდება და ინახება. ამ Cookie-თ თქვენს შესახებ განსაზღვრული ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი ბრაუზერის ან ადგილსამყოფელის ან თქვენი IP-მისამართის მონაცემები მუშავდება.

ზემოთ ხსენებულით მომხმარებელს ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება გაუადვილდება, გვერდის უსაფრთხოება და ეფექტურობა უმჯობესდება, მათ შორის, მაგალითად, სხვადასხვა ენებზე ნახვა ან საყიდლების კალათის ფუნქციები.

ხელშეკრულებების მომზადება-დამყარების მიზნით Cookies გამოყენების კანონიერ საფუძველს წარმოადგენს § 6 მუხლი 1 ასო ბ DSGVO  6 მუხლი 1 ასო ფ DSGVO-ს შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადება-ხელმოწერის გარდა, ამ დამუშავებით ჩვენი ვებ-გვერდის ქმედუნარიანობის გაუმჯობესება ჩვენს სამართლებრივ უფლებას წარმოადგენს.

როგორც კი თქვენს ვებ-ბრაუზერს დახურავთ/გათიშავთ, ამ სხდომის Cookies წაიშლება.

ბ) მესამე პირების Cookies

რეკლამის, ანალიზის ან ჩვენი ვებ-გვერდის ქმედუნარიანობისთვის ვიყენებთ აგრეთვე ჩვენი პარტნიორების Cookies.

დეტალებს, განსაკუთრებით, მესამე პირების Cookies მიზნებს და სამართლებრივ საფუძვლებს ქვემოთ დასახელებული ინფორმაციით გაეცნობით.

გ) წაშლის შესაძლებლობა

თქვენი ვებ-ბრაუზერის პროგრამით შეგიძლიათ, Cookies ინსტალაცია/დაყენება არ დაუშვათ ან შეზღუდოთ, გარდა ამისა, უკვე შენახული Cookies ყოველთვის წაშალოთ. სათანადო ნაბიჯები დამოკიდებულია თქვენს მიერ კონკრეტულად გამოყენებულ ვებ-ბრაუზერზე. შეკითხვებისთვის თქვენი ვებ-ბრაუზერის დახმარების ფუნქცია ან დოკუმენტაცია გამოიყენეთ ან დამხმარე ტექნიკურ პერსონალს მიმართეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბრაუზერის დამონტაჟებული ფუნქციებით ე.წ. Flash-cookies ვერ წაშლით, საამისოდ თქვენი ფლეშ-ფლეიერის ფუნქცია უნდა შეცვალოთ. საჭირო ნაბიჯები დამოკიდებულია თქვენს მიერ კონკრეტულად გამოყენებულ ფლეშ-ფლეიერზე. ამიტომაც გამოიყენეთ ფლეშ-ფლეიერის დასახმარებელი ფუნქცია ან მიმართეთ დამხმარე ტექნიკურ პერსონალს.

გაითვალისწინეთ, რომ Cookies ინსტალაციის ბლოკირების ან შეზღუდვის შემთხვევაში ჩვენი ვებ-გვერდის ყველა ფუნქციას შეუზღუდავად ვერ გამოიყენებთ.

კონტაქტი/კავშირის შესაძლებლობა

ელფოსტით ან საკონტაქტო ანკეტით დაკავშირებისას თქვენს მონაცემებს სათანადო პასუხის მიზნით გამოვიყენებთ. თქვენი მონაცემები თქვენი შეტყობინების დამუშავების და მათზე პასუხისთვის აუცილებელია – მათ გარეშე ვერ ან მხოლოდ არასრულყოფილად გიპასუხებთ.

ამის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს § 6 მუხლი 1 ასო ბ DSGVO.

Google-ფონტებს სხვა შრიფტების ჩვენების მიზნით ვიყენებთ. Google-ფონტები ეკუთვნის Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043 USA-ს, შემდეგში, როგორც Google-ს

ევროპულ-ამერიკულ მონაცემთა დაცვის ფარის სერთიფიკატით („EU-US Privacy Shield“) Google გარანტიას გვაძლევს, რომ მონაცემთა დაცვის ევროპული წესები მონაცემთა გამოყენებისას აშშ-შიც დაიცვება.

ვებ-გვერდზე შემოსვლისას გარკვეული შრიფტების ჩვენების მიზნით აშშ-ში მდებარე Google-სერვერთან კავშირი მყარდება.

ამის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს § 6 მუხლი 1 ასო ფ DSGVO. ეს კანონი ვებ-გვერდის ქმედუნარიანობის გაუმჯობესების და მომგებიანად გამოყენების უფლებას გვანიჭებს.

ჩვენი ვებ-გვერდის გამოძახებისას Google დამყარებული კავშირის მეშვეობით დაადგენს, თუ რომელი გვერდიდან მოგვმართეთ და რომელ IP-მისამართს გაეგზავნოს შრიფტის ჩვენება.

დამატებით ინფორმაციას და ინფორმაციის გამოყენების შეწყვეტის შესაძლებლობებს Google გთავაზობთ გვერდებზე:

https://adssettings.google.com/authenticated

https://policies.google.com/privacy

Google AdWords

კონვერტაციის დამახსოვრებისთვის ჩვენს ვებ-გვერდზე Google AdWords-ის კომპონენტებს, მათ შორის, ე.წ. კონვერტაციის შენახვას ვიყენებთ. ეს პროდუქტი ეკუთვნის Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043 USA-ს , შემდეგში, როგორც Google-ს.

ევროპულ-ამერიკულ მონაცემთა დაცვის ფარის სერთიფიკატით („EU-US Privacy Shield“) Google გვაძლევს გარანტიას, რომ მონაცემთა გამოყენებისას მონაცემთა დაცვის ევროპული კანონები აშშ-იც დაიცვება.

კონვერტაციის შენახვა ჩვენი მომსახურების მიზანდასახულ რეკლამას ემსახურება.

  • 6 მუხლი 1 ასო ფ DSGVO -ის შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის ანალიზის, გაუმჯობესების და მომგებიანად გამოყენების უფლება გვაქვს.

Google-ს მიერ ჩართულ განცხადებაზე გადასვლისას ჩვენს მიერ გამოყენებული კონვერტაცია თქვენს საბოლოო მოხმარების ხელსაწყოზე Cookie-ს შეინახავს. ამ ე.წ. კონვერტაციის Cookies 30 დღის შემდეგ ვადა ეწურება. Cookies, მათ შორის, თქვენს პირად ამოცნობას არ ემსახურება.

Cookie-ს აქტიურობისას ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი სტუმრობით Google-ს და ჩვენ გვეცნობა, რომ Google-ზე მოთავსებულ რეკლამაზე რეაგირება მოახდინეთ და ჩვენს ვებ-გვერდზე გადმოხვედით.

ამგვარად მოპოვებული ინფორმაციით Google ჩვენს ვებ-გვერდებზე შემოსული მომხმარებლის რაოდენობას ადგენს.  ჩვენ ან სხვა, Google AdWords-ის მომხმარებელი მესამე პირები თქვენი ვინაობის დადგენას ვერ შევძლებთ.

თქვენი ვებ-ბრაუზერის შესაბამისი ფუნქციებით ყოველთვის შეგიძლიათ, რომ არ დაუშვათ ან შეზღუდოთ Cookies ინსტალაცია და დამახსოვრებული Cookies წაშალოთ.  ეს კი დამოკიდებულია თქვენს მიერ კონკრეტულად გამოყენებულ ვებ-ბრაუზერზე. ამიტომაც გამოიყენეთ თქვენი ვებ-ბრაუზერის დასახმარებელი ფუნქცია ან მიმართეთ დამხმარე ტექნიკურ პერსონალს.

გარდა ამისა, Google შემდეგ გვერდებზე

https://services.google.com/sitestats/de.html

http://www.google.com/policies/technologies/ads/ 

http://www.google.de/policies/privacy/

ამ თემაზე უფრო ვრცელ ინფორმაციას, განსაკუთრებით, მონაცემთა გამოყენების არდაშვების შესაძლებლობებს გთავაზობთ.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მთარგმნელებისთვის

1. მოქმედების სფერო

(1) მთარგმნელსა და შემკვეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ხსპ) ძალაშია, გარდა სხვა, მკვეთრი შეთანხმების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შემთხვევაში.

(2) შემკვეთის სტანდარტული პირობები მთარგმნელისთვის სავალდებულოა მხოლოდ წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

2. თარგმანის მოცულობა

თარგმანი პროფესიული კანონების შესაბამისად დამზადდება. შემკვეთი მიიღებს ხელშეკრულებით შეთანხმებულ თარგმანს.

3. შემკვეთის მიერ მთარგმნელთან თანამშრომლობისა და თარგმანისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

(1) თარგმანის სასურველი ზომა და ფორმა (გამოყენების მიზანი, მიწოდება, რაოდენობა, დასაბეჭდად მომზადება, თარგმანის სახე და ა.შ.) შემკვეთმა მთარგმნელს წინასწარ უნდა აცნობოს. თარგმანის დასაბეჭდად მომზადების ან დაბეჭდვის საჭიროების შემთხვევაში შემკვეთმა მთარგმნელს დროულად უნდა გადასცეს სათანადო ასლი რედაქტირებისთვის.  სახელები, გვარები, თარიღები და ციფრები შემკვეთმა უნდა გადაამოწმოს.

(2) თარგმანისთვის საჭირო ინფორმაცია და მასალა (შემკვეთის  ტერმინოლოგია, სურათები, ნახაზები, ცხრილები, შემოკლებული სიტყვების ახსნა-განმარტება, საკუთარი ტერმინოლოგია და ა.შ.) შემკვეთმა მთარგმნელს შეკვეთისას, თარგმანის დაწყებამდე უნდა მიაწოდოს.

(3) თარგმანისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დედანი მასალის დაგვიანების, ხარვეზიანად ან არასრულყოფილად მიწოდების შემთხვევაში მთარგმნელი შეცდომებისთვის და მზა თარგმანის დაგვიანებით ჩაბარებისთვის პასუხს არ აგებს.

(4) ტექსტის გამოყენება შემკვეთის პასუხისმგებლობაა. თარგმანის დამზადების უფლების დადგენა მისი მოვალეობაა.  სათარგმნი მასალის მესამე პირთა საავტორო და პირადი უფლებებისგან ის მთარგმნელს ათავისუფლებს.

4. შემკვეთის უფლებები ხარვეზიანი თარგმანის შემთხვევაში

(1) შემკვეთს მხოლოდ თარგმანში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნის უფლება აქვს. მთარგმნელს ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება აქვს.

(2) შემკვეთმა მთარგმნელს ხარვეზის აღმოფხვრა დაუყონებლივ უნდა მოსთხოვოს, ამასთანავე, ხარვეზი კონკრეტულად უნდა დაასახელოს.

(3) მთარგმნელის მიერ მითითებული ხარვეზის შეთანხმებულ ვადაში არ აღმოფხვრის, ან ხარვეზის აღმოფხვრაზე უარის ან ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შემკვეთს უფლება აქვს, მთარგმნელის განმარტების შემდეგ, ხარვეზის გამოსწორება სხვა მთარგმნელს დაავალოს ან დამზადებულ თარგმანზე ნაწილობრივი ფასდაკლება მოითხოვოს ან ხელშეკრულება გააუქმოს.

5. პასუხისმგებლობა

(1) მთარგმნელს პასუხისმგებლობა მხოლოდ პირადი მოვალეობის დაუდევრად ან განზრახ დაშვებული, უხეში დარღვევის შემთხვევაში ეკისრება. არაუხეში დაუდევრობა ის ზარალია, რომელიც კომპიუტერის გაფუჭების ან ელფოსტის გაგზავნისას ინტერნეტის გამორთვის ან ვირუსის შედეგია. მთარგმნელი ამგვარი ზიანის თავიდან აცილების მიზნით ანტივურუსულ პროგრამებს იყენებს. საკუთარ მსუბუქ დაუდევრობაზე მთარგმნელს პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებების დარღვევისას ეკისრება.

(2) შემკვეთის მიერ მთარგმნელის წინააღმდეგ არსებული ზარალის ანაზღაურების პრეტენზია ნომ. 5 (1) წინადადება 4-ში აღნიშნული ზარალის შემთხვევაში 5.000 ევროს არ აღემატება; შესაძლო ზარალის ასანაზღაურებლად უფრო მაღალი თანხის მოთხოვნის მიზნით მკვეთრი შეთანხმება კონკრეტულ შემთხვევებში შეკვეთამდე უნდა მოხდეს.

(3) პასუხისმგებლობიდან სრულიად ან ნაწილობრივ გათავისუფლებაში ნომ. 5 (1) და (2) არ იგულისხმება მომხმარებლის სიცოცხლის, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.

(4) თარგმანში არსებული ხარვეზების გამო შემკვეთის მიერ მთარგმნელის წინააღმდეგ არსებული პრეტენზია (§ 634ა BGB/სამოქალაქო კოდექსი) დამზადებული თარგმანის გადაცემიდან ერთი წლის ამოწურვით გაბათილდება. (შენიშვნა: ეს მუხლი ეხება მხოლოდ კომპანიებთან არსებულ ხელშეკრულებებს და არა კერძო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებებს)

6. პროფესიული საიდუმლოება

მთარგმნელი ვალდებულია, რომ დაიცვას შემკვეთისა და შეკვეთილი დავალების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის საიდუმლოება.

7. მესამე პირებთან თანამშრომლობა

(1) შეკვეთის დასამზადებლად მთარგმნელს უფლება აქვს, დაასაქმოს თანამშრომლები ან პროფესიონალი მესამე პირები.

(2) პროფესიონალი მესამე პირის დასაქმების შემთხვევაში მთარგმნელმა უნდა უზრუნველყოს მესამე პირის მიერ ნომ. 6-ში აღნიშნული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.

8. ჰონორარი

(1) შემკვეთმა მთარგმნელის ჰონორარის სრული რაოდენობა ქვითარზე მითითებული თარიღიდან 14 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოს ყოველგვარი ფასდაკლების და გამოქვითვის გარეშე.

(2) გარდა შეთანხმებული ჰონორარისა, მთარგმნელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემკვეთთან შეთანხმებული არსებული დანახარჯის ანაზღაურება, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული დღგ, რომელიც ჰონორარის თანხას ემატება. მთარგმნელს უფლება აქვს, წინასწარ მოითხოვოს ჰონორარის სათანადო წილი.

(3) ჰონორარის ოდენობის წინასწარ არ შეთანხმების შემთხვევაში შემკვეთს ეკისრება სათანადო თანხის დაფარვა შეკვეთილი მასალის ფორმისა და სირთულის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში თანხის რაოდენობა იუსტიციის სამინისტროს ჰონორარისა და სხვა ხარჯების ანაზღაურების კანონის (JVEG) შესაბამისი პარაგრაფებით დადგენილ თანხაზე დაბალი არ უნდა იყოს.

9. საკუთრების და საავტორო უფლებები

(1) ჰონორარის ანგარიშსწორების დასრულებამდე თარგმანი მთარგმნელის საკუთრებას წარმოადგენს.

(2) თარგმანის სრულ საავტორო უფლებებს მთარგმნელი მუდმივად ფლობს.

10. ლიკვიდაციის უფლება

თუ მთარგმნელმა შემკვეთს თარგმნა ინტერნეტით შესთავაზა, ამასთანავე, უკვე დაიწყო თარგმანის დამზადების დაწყება შემკვეთს უკვე აცნობა, უკანასკნელი ლიკვიდაციის უფლებაზე უარს ამბობს.

11. მოქმედი კანონმდებლობა

(1) შეკვეთის დამზადება და მასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა რეგულირდება გერმანიის კანონმდებლობით.

(2) ხელშეკრულება იდება გერმანულ ენაზე.

12. სალვატორული /გამოყოფილი პუნქტი

შეკვეთის პირობები ცალკეული მუხლების გაუქმებით ან კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო არ იცვლება. არასწორი მუხლი იმ სწორი მუხლით უნდა შეიცვალოს, რომელიც ეკონომიურ და სასურველ მიზანს ყველაზე მეტად ემსახურება.

13. ცვლილებები და დანართები

ამ ხელშეკრულების ზოგადი პირობების ცვლილებებსა და დანართებს ძალა აქვს მხოლოდ მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ეს ეხება ნაწერის ფორმის მოთხოვნილებებსაც.

(C) Lexikonia 2024

Licensing for the image on the landing page

Description
ქართული: ქართული მხედრული და ასომთავრული ტექსტი ერთსა და იმავე გვერდზე
Date
Source Own work
Author Deu
This file is licensed under the Creative Commons Attribution-Share Alike 4.0 International license.

You are free:
  • to share – to copy, distribute and transmit the work
  • to remix – to adapt the work
Under the following conditions:
  • attribution – You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
  • share alike – If you remix, transform, or build upon the material, you must distribute your contributions under the same or compatible license as the original.

1. მონაცემთა დაცვის მოკლე მიმოხილვა

ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე ტექსტში აღწერილია ინფორმაცია ამ ვებგვერდზე წვდომის დროს თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ. პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენი ვინაობის დადგენისთვის. მონაცემთა დაცვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ქვემოთ მოცემული მონაცემების დაცვის დეკლარაციით.

მონაცემთა შეგროვება ამ ვებგვერდზე

ვინ აგებს პასუხს ამ ვებგვერდზე მონაცემების შეგროვებაზე?

ამ ვებგვერდზე მონაცემები მუშავდება ვებგვერდის ოპერატორის მიერ. მის საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ თავში "ინფორმაცია პასუხისმგებელი მხარის შესახებ".

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

უპირველესყოვლისა, თქვენს მონაცემებს ვიღებთ მაგალითად, საკონტაქტო ანკეტაში მითითების შედეგად.

სხვა მონაცემებს ვიღებთ ავტომატურად ან თქვენი თანხმობის შედეგად ვებგვერდზე სტუმრობის დროს. ეს მონაცემები ძირითადად, ტექნიკური სახის არის (მაგ., ვებ-ბრაუზერი, მოქმედების სისტემა ან გვერდზე წვდომის დრო). ეს მონაცემები ვებგვერდზე შესვლისთანავე ავტომატურად გროვდება.

რისთვის ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?

მონაცემების ნაწილი გროვდება ვებგვერდის გამართულად მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენი, როგორც მომხმარებლის ქცევის ანალიზის მიზნით.

რა უფლებები გაქვთ თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით?

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს უფასოდ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მიერ შენახული პერსონალური მონაცემების წარმოშობის, ადრესატებისა და დანიშნულების შესახებ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ ამ მონაცემების შესწორება ან წაშლა. მონაცემთა დამუშავებაზე თქვენი თანხმობის გაუქმების უფლება ნებისმიერ დროს გაქვთ. გარდა ამისა, გარკვეული გარემოებების ფონზე უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა. თქვენ ასევე გაქვთ უფლება შეიტანოთ საჩივარი კომპეტენტურ საზედამხედველო ორგანოში.

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს ამ ან სხვა მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით.

ანალიტიკური ინსტრუმენტები და მესამე მხარის ინსტრუმენტები

ამ ვებგვერდზე სტუმრობის დროს ხდება თქვენი ვიზიტის სტატისტიკური ანალიზი, რისთვისაც ძირითადად გამოიყენება ე.წ. ანალიტიკური პროგრამები.

ამ ანალიტიკური პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ მონაცემთა დაცვის დეკლარაციაში.

2. ჰოსტინგი

ჩვენი ვებგვერდის შინაარსის ჰოსტინგის პროვაიდერია:

გარე ჰოსტინგი

ეს ვებგვერდი იმართება გარედან. ამ ვებგვერდზე შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება ჰოსტინგის პროვაიდერის(ების) სერვერებზე. ეს შეიძლება მოიცავდეს IP-მისამართებს, საკონტაქტო მოთხოვნებს და ინფორმაციას, მეტამონაცემებსა და საკომუნიკაციო მონაცემებს, ხელშეკრულების დეტალებს, სახელებს, ვებგვერდზე წვდომის მონაცემებს და ვებგვერდის მიერ გენერირებულ სხვა მონაცემებს.

გარე ჰოსტინგი ხორციელდება ჩვენი პოტენციური და არსებული მომხმარებლების მიმართ ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულების მიზნით (§ 6 ნაწილი 1ბ DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება) და პროფესიონალი პროვაიდერის მიერ ჩვენი ონლაინ სერვისების უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური მიწოდების ინტერესებიდან გამომდინარე (§ 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება). მოთხოვნილი თანხმობა დამუშავდება მხოლოდ § 6ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდებისა და § 25 ნაწილი 1 TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე იმდენად, რამდენადაც თანხმობა მოიცავს Cookie-ფაილების შენახვას ან მომხმარებლის მოწყობილობაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას (მაგ., მოწყობილობის თითის ანაბეჭდის აღება) TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მნიშვნელობით. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

ჩვენი ჰოსტინგის პროვაიდერი თქვენს მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში და დაიცავს ჩვენს ინსტრუქციებს ამ მონაცემებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ჰოსტინგის პროვაიდერ(ებ)ს:

WebhostOne
Dr. Martin Bahr
Dr. Bahr Consulting GmbH
Mittelweg 41a
20148 Hamburg
კონტაქტი: datenschutz@webhostone.de

3. ზოგადი მითითებები და სავალდებულო ინფორმაცია

მონაცემთა დაცვა

ამ გვერდების ოპერატორები უაღრესად სერიოზულად უდგებიან თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ჩვენ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული რეგულაციებისა და ამ მონაცემთა დაცვის დეკლარაციის შესაბამისად.

თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობის დროს გროვდება სხვადასხვა პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემები ის მონაცემებია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენი ვინაობის დადგენისთვის. წინამდებარე მონაცემთა დაცვის განმარტება შეიცავს შეგროვებული მონაცემების სახეობას და მათი გამოყენების და შეგროვების პროცესს და მიზანს.

გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტში მონაცემთა გადაცემის დროს (მაგ., ელფოსტით კორესპონდენციის დროს) შეიძლება წარმოიქმნეს უსაფრთხოების ხარვეზები. მესამე მხარის წვდომისგან მონაცემთა სრული დაცვა შეუძლებელია.

მითითება პასუხისმგებელი პირის შესახებ:

ამ ვებგვერდზე მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელია:

Maia Ziegler
Hieronymusstraße 24A
81241 München
Deutschland

ტელეფონი: +49 (0) 177 683 09 18
ელფოსტა: lexikonia@georgisch-deutsch.com

პასუხისმგებელი პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარტო ან სხვებთან ერთად ადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს (მაგ. სახელები, ელფოსტის მისამართები და ა.შ.).

შენახვის ვადა

თუ მონაცემთა დაცვის ამ დეკლარაციაში არ არის მითითებული შენახვის კონკრეტული დრო, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება მათი დამუშავების მიზნის მიღწევამდე. ისინი წაიშლება თქვენი ლეგიტიმური მოთხოვნის ან თქვენს მიერ მათ დამუშავებაზე თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, თუ არ გვაქვს თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის სხვა, კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაშვები მიზეზები (მაგ., საგადასახადო ან კომერციული კანონის შენახვის ვადები); ამ უკანასკნელ შემთხვევაში, წაშლა ხდება ამ მიზნის მიღწევის შემდეგ.

ზოგადი ინფორმაცია ამ ვებგვერდზე მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ

მონაცემების დამუშავებაზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში თქვენი მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება § 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების ან § 9 ნაწილი 2ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების შესაბამისად, მონაცემთა სპეციალური კატეგორიები კი დამუშავდება § 9 ნაწილი 1 DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნებში გადაცემაზე გამოხატული თანხმობის შემთხვევაში მათი დამუშავება ხდება § 49 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების საფუძველზე. Cookie-ფაილების შენახვაზე ან თქვენს მოწყობილობაზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომაზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში (მაგ. მოწყობილობის თითის ანაბეჭდის საშუალებით), მონაცემები დამუშავდება აგრეთვე § 25 ნაწილი 1 TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ხელშეკრულების შესრულების ან წინასახელშეკრულებო ქმედების აუცილებლობის შემთხვევაში თქვენს მონაცემები დამუშავდება § 6 ნაწილი 1ბ DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების შესაბამისად. გარდა ამისა, თქვენი მონაცემები დამუშავდება § 6 ნაწილი 1c (გ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდებით განსაზღვრული ვალდებულებების საფუძველზე, გარდა ამისა, ჩვენი ლეგიტიმური უფლებებიდან გამომდინარე, § 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების შესაბამისად. სამართლებრივი საფუძვლების შესახებ შესაბამის ინფორმაციას იხილავთ წინამდებარე მონაცემთა დაცვის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში.

პერსონალური მონაცემების ადრესატები

საქმიანობის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მესამე იურიდიულ პირებთან. ზოგიერთ შემთხვევაში ასევე აუცილებელია პერსონალური მონაცემების ამ მესამე პირებისთვის მიწოდება. თქვენი მონაცემები მიეწოდება მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ხელშეკრულების მიზანი და კანონმდებლობა (მაგ. მონაცემთა გადაცემა საგადასახადო ორგანოებისთვის), ან გვაქვს მათი მიწოდების ლეგიტიმური უფლება § 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების ან სხვა კანონის შესაბამისად. შეკვეთის შემსრულებლები მონაცემების მიიღებენ მხოლოდ მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე. ერთობლივად დამუშავების შემთხვევაში ფორმდება ერთობლივი დამუშავების ხელშეკრულება.

მონაცემთა დამუშავებაზე თქვენი თანხმობის გაუქმება

მონაცემთა დამუშავების პროცესის არაერთი ნაბიჯი შესაძლებელია მხოლოდ თქვენი გამოხატული თანხმობით. წარსულში გაცემული ნებისმიერი თანხმობის გაუქმების უფლება ნებისმიერ დროს გაქვთ. გაუქმებამდე დამუშავებული მონაცემების ვალიდურობა გაუქმებით არ იცვლება.

სპეციალურ შემთხვევებში მონაცემთა შეგროვებაზე და პირდაპირი რეკლამაზე შეპასუხების უფლება (§ 21 DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება)

§ 6 ნაწილი 1ე ან f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების შესაბამისად მონაცემების დამუშავების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, შეეპასუხოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას და იდენტიფიცირებას ნებისმიერ დროს თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მიზეზების გამო. დამუშავების სამართლებრივ საფუძველს გაეცნობით მონაცემთა დაცვის წინამდებარე დეკლარაციაში. თქვენი პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს აღარ დავამუშავებთ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დავამტკიცებთ, რომ არსებულია დამუშავების სავალდებულო მიზეზები და მათი გამოყენება აღემატება თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფალ ნებას ან დამუშავება ემსახურება ჩვენი სამართლერბივი უფლებების არსებობას, გამოხატვას ან დაცვას (შეპასუხება § 21 ნაწილი 1 DSGVO/მონაცემთა დახვის ძირითადი წესდების შესაბამისად).

პირდაპირი რეკლამის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების გაპროტესტების უფლება ნებისმიერ დროს გაქვთ; ეს ეხება აგრეთვე ამოცნობას, რამდენადაც ის დაკავშირებულია ასეთ პირდაპირ რეკლამასთან. შეპასუხების შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი რეკლამისთვის აღარ გამოვიყენებთ (შეპასუხება § 21 ნაწილი 2 DSGVO/მონაცემთა დახვის ძირითადი წესდების შესაბამისად).

კომპეტენტურ ზედამხედველობის ორგანოში გასაჩივრების უფლება

DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტებს უფლება აქვთ, საჩივარი შეიტანონ ზედამხედველობის ორგანოში, კერძოდ, მათი რეგულარული საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სავარაუდო დარღვევის ადგილის წევრ სახელმწიფოში. გასაჩივრების უფლება არსებობს ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ან სასამართლო საშუალების შეზღუდვის გარეშე.

მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება, ჩვენგან მოითხოვოთ თქვენთვის ან მესამე პირებისთვის თქვენს მიერ მოწოდებული თქვენი პერსონალური მონაცემების რეგულარული, მექანიკური ფორმატით მიღება. სხვა კომპეტენტური პირისთვის მონაცემების პირდაპირ გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობის შემთხვევაში.

ინფორმაციის მიღება, მონაცემების შესწორება და წაშლა

თქვენ გაქვთ ჩვენს მიერ შენახული თქვენი პერსონალური მონაცემების, მათი წარმოშობისა და ადრესატების, ასევე მონაცემთა დამუშავების მიზნის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერ დროს მოთხოვნის და უფასოდ მიღების უფლება, გარდა ამისა, შესაბამის შემთხვევაში ამ მონაცემების შესწორების ან წაშლის მოთხოვნის უფლება. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს ამ და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხის შესახებ.

დამუშავების შეზღუდვის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა. ამისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს. დამუშავების შეზღუდვის უფლება არსებობს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ჩვენთან შენახული თქვენი პერსონალური მონაცემების სიზუსტეს, ამის შემოწმებისთვის დროს ვსაჭიროებთ. შემოწმების განმავლობაში თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.
  • თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება იყო/არის უკანონო, შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა წაშლის ნაცვლად.
  • თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებს აღარ ვსაჭიროებთ, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ სამართლებრივი მოთხოვნების დასაბუთების, განხორციელების ან დაცვისთვის, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა წაშლის ნაცვლად.
  • თქვენი პროტესტის შემთხვევაში § 21 ნაწილი 1 DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების შესაბამისად, უნდა მოხდეს თქვენი და ჩვენი ინტერესების შედარება. იმ ფაქტის დადგენამდე, თუ რომელი მხარის ინტერესები გადაწონის, შეგიძლიათ მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.

თქვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვის შემთხვევაში, გარდა შენახვისა, მათი დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თქვენი თანხმობით ან სამართლებრივი მოთხოვნების დასაბუთების, განხორციელების ან დაცვის, ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების დაცვის მიზნით, ან ევროკავშირის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

SSL/TLS შიფრი

უსაფრთხოების და საიდუმლო შინაარსის, როგორც მაგ., შეკვეთების ან თქვენი შეკითხვების გადაცემის დაცვის მიზნით ამ გვერდზე გამოყენებულია SSL/TLS შიფრი. დაშიფრულ კავშირს ამოიცნობთ ბრაუზერის მისამართის ველზე „http://“-დან „https://“-ზე გადასვლით და თქვენი ბრაუზერის მისამართის ველზე ბოქლომის სიმბოლოთი.

გააქტიურებული SSL/TLS-შიფრით სარგბლობისას მესამე მხარეები ჩვენთვის გადაცემული მონაცემების წაკითხვას ვერ შეძლებენ.

4. მონაცემთა შეგროვება ამ ვებგვერდზე

Cookie-ფაილები

ჩვენი ვებგვერდი იყენებს ე.წ. „Cookie-ფაილებს“. Cookie-ფაილები არის მცირე მონაცემთა პაკეტები. ისინი თქვენს მოწყობილობას არ აზიანებს. ისინი დროებით ინახება თქვენს მოწყობილობაზე დროებით სესიის განმავლობაში (სესიის Cookie-ფაილები) ან სამუდამოდ (მუდმივი Cookie-ფაილები). სესიის Cookie-ფაილები ავტომატურად იშლება ბრაუზერის დახურვის შემდეგ. მუდმივი Cookie-ფაილები რჩება თქვენს მოწყობილობაზე, სანამ თავად არ წაშლით მათ ან თქვენი ვებბრაუზერი ავტომატურად არ წაშლის მათ.

Cookie-ფაილები შეიძლება წარმოიშვას ჩვენგან (პირველი მხარის Cookie-ფაილები) ან მესამე კომპანიებისგან (ე.წ. მესამე მხარის Cookie-ფაილები). მესამე მხარის Cookie-ფაილების დანიშნულება არის ვებგვერდებზე მესამე მხარის გარკვეული მომსახურების (მაგ., გადახდის სერვისების დამუშავების Cookie-ფაილების) ინტეგრაცია.

Cookie-ფაილებს აქვს სხვადასხვა ფუნქცია. ბევრი Cookie-ფაილი ტექნიკურად აუცილებელია ვებგვერდის გარკვეული ფუნქციების მოქმედებისთვის (მაგ., სავაჭრო კალათის ფუნქცია ან ვიდეოების ჩვენება). სხვა Cookie-ფაილების დანიშნულება შეიძლება იყოს მომხმარებლის ქცევის ანალიზი ან რეკლამა.

ელექტრონული კომუნიკაციის პროცესის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი (მაგ., სავაჭრო კალათის ფუნქციისთვის) ან ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის (მაგ., ვებგვერდზე წვდომის გამზომი Cookie-ფაილები) (აუცილებელი Cookie-ფაილები) Cookie-ფაილები ინახება § 1 ნაწილი f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების შესაბამისად გარდა სხვა სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ვებგვერდის პროვაიდერს აქვს სამართლებრივი უფლება, რომ საჭირო Cookie-ფაილები შენახულ იქნეს მისი მომსახურების ტექნიკურად უხარვეზოდ და უნაკლოდ მიწოდების მიზნით. Cookie-ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებაზე თანხმობის შემთხვევაში გამოყენება მიმდინარეობს მხოლოდ ამ თანხმობის საფუძველზე (§ 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება და § 25 ნაწილი 1 TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი); ამ თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის ფუნქციის იმგვარად დაყენება, რომ მიიღოთ ინფორმაცია Cookie-ფაილების მიღების შესახებ და დაუშვათ მათი დამახსოვრება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, ან აკრძალოთ ყველა ფაილის დამახსოვრება ან ჩართოთ ბრაუზერის დახურვის შემდეგ Cookie-ფაილების ავტომატურად წაშლის ფუნქცია. Cookie-ფაილების გაუქმება ამ ვებგვერდის მოქმედების შეზღუდვას გამოიწვევს.

ინფორმაციას, თუ რომელ Cookie-ფაილებს და სერვისებს ვიყენებთ ამ გვერდზე, იხილავთ წინამდებარე მონაცემების დაცვის დეკლარაციაში.

Real Cookie Banner

ჩვენი ვებგვერდი იყენებს Real Cookie Banner-ის თანხმობის ტექნოლოგიას, რათა მივიღოთ თქვენი თანხმობა თქვენს მოწყობილობაზე გარკვეული Cookie-ფაილების შენახვაზე ან კონკრეტული ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ეს თანხმობა მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესაბამისად დავაფიქსიროთ. ამ ტექნოლოგიის პროვაიდერია devowl.io GmbH, Tannet 12, 94539 Grafling, Germany (შემდგომში „Real Cookie Banner“).

Real Cookie Banner ლოკალურად არის დაინსტალირებული ჩვენს სერვერებზე, ამიტომ Real Cookie Banner-ის პროვაიდერის სერვერებთან კავშირი არ მყარდება. Real Cookie Banner თქვენს ბრაუზერში ინახავს Cookie-ფაილს, რათა შესაძლებელი იყოს თქვენ მიერ გაცემული ან გაუქმებული თანხმობის დაკავშირება. ამ გზით შეგროვებული მონაცემები ინახება მანამდე, სანამ არ მოითხოვთ მათ წაშლას, არ გააუქმებთ მონაცემების შენახვაზე თანხმობას ან მონაცემთა შენახვის მიზანი აღარ იარსებებს (მაგ., თქვენი მოთხოვნის დამუშავების დასრულების შემდეგ). სავალდებულო სამართლებრივი რეგულაციები, განსაკუთრებით შენახვის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები, უცვლელი რჩება.

ჩვენ ვიყენებთ Real Cookie Banner-ს ვებგვერდის ვიზიტორებისგან Cookie-ფაილების გამოყენებისთვის კანონით მოთხოვნილი თანხმობის მისაღებად. ამის სამართლებრივი საფუძველია Art. 6(1)(c) GDPR.

საკონტაქტო ანკეტა

ჩვენი ანკეტის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეინახება თქვენი მომართვის დამუშავებისა და შემდგომი კითხვების მიზნით. თქვენი თანხმობის გარეშე თქვენს მონაცემებს სხვებს არ გავუზიარებთ.

ხელშეკრულების შესრულების ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ნაბიჯების მიზნის მიღწევის მიზნით ეს მონაცემები მუშავდება § 6 ნაწილი 1ბ DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების საფუძველზე. ყველა სხვა შემთხვევაში, დამუშავების საფუძველია თქვენი შეკითხვების ეფექტურად დამუშავების ჩვენი ლეგიტიმური უფლება (§ 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება) ან თქვენი თანხმობა (§ 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება); ამ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

საკონტაქტო ანკეტაში შეყვანილი მონაცემები გაუქმდება მათი წაშლის მოთხოვნის, ან მათ შენახვაზე მოცემული თანხმობის გაუქმების ან მონაცემთა შენახვის მიზნის მიღწევის შემდეგ (მაგ., თქვენი სურვილის დამუშავების შემდეგ). სავალდებულო სამართლებრივი რეგულაციები, კერძოდ, შენახვის ვადები, უცვლელი რჩება.

ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან ფაქსით მომართვა

ელფოსტით, ტელეფონით ან ფაქსით მომართვის შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა, მათ შორის ყველა მიღებული პერსონალური მონაცემი (სახელი, მოთხოვნა), შეინახება და დამუშავდება თქვენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით. თქვენი თანხმობის გარეშე ამ მონაცემებს სხვებს არ გავუზიარებთ.

ხელშეკრულების შესრულების ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ნაბიჯების მოთხოვნის შემთხვევაში ამ მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს § 6 ნაწილი 1ბ DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება. ყველა სხვა შემთხვევაში დამუშავების საფუძველია მიღებული შეკითხვების ეფექტურად დამუშავების ჩვენი ლეგიტიმური უფლება (§ 6 ნაწილი 1f (ვ) ან თქვენი თანხმობა (§ 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება). თქვენი თანხმობის გაუქმების უფლება ნებისმიერ დროს გაქვთ.

საკონტაქტო ანკეტის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი მონაცემები წაიშლება მათი წაშლის მოთხოვნის, მათი შენახვის შესახებ თქვენი თანხმობის გაუქმების და შენახვის მიზნის მიღწევის შემდეგ (მაგ., თქვენი მოთხოვნის დამუშავების შემდეგ). უცვლელი რჩება სავალდებულო სამართლებრივი რეგულაციები, კერძოდ, კანონით გათვალისწინებული შენახვის ვადები.

5. დანამატები და ინსტრუმენტები

Google Fonts

შრიფტების თანამიმდევრულად ჩვენების მიზნით ამ ვებგვერდზე გამოყენებულია ე.წ. Google Fonts-ები. გვერდზე შესვლისას თქვენი ბრაუზერი ტვირთავს საჭირო შრიფტებს ტექსტისა და შრიფტების სათანადოდ პრეზენტაციის მიზნით.

ამ მიზნით თქვენი ბრაუზერი უნდა დაუკავშირდეს Google-ის სერვერებს. ამგვარად Google მიიღებს ინფორმაციას, რომ ამ ვებგვერდზე განხორციელდა წვდომა თქვენი IP-მისამართის მეშვეობით. Google Fonts-ის გამოყენების საფუძველია § 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება. ვებგვერდის ოპერატორს აქვს კანონიერი უფლება, აჩვენოს შრიფტი თანამიმდევრულად. თანხმობის შემთხვევაში დამუშავების საფუძველია მხოლოდ § 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება და § 25 ნაწილი 1 TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, თუ თანხმობა მოიცავს Cookie-ფაილების შენახვას ან მომხმარებლის მოწყობილობაზე ინფორმაციაზე წვდომას (მაგ., მოწყობილობის თითის ანაბეჭდის აღება) TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მნიშვნელობით. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

თუ თქვენი ბრაუზერი არ იყენებს Google Fonts-ს, გამოყენებული იქნება თქვენი კომპიუტერის სტანდარტული შრიფტი.

Google Fonts-ის შესახებ დამატებით ინფორმაციას იხილავთ ბმულზე: https://developers.google.com/fonts/faq და Google-ის მონაცემთა დაცვის დეკლარაციაში: https://policies.google.com/privacy?hl=de.

კომპანია სერტიფიცირებულია ევროკავშირ-აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩოს (DPF/“EU-US Data Privacy Framework”) შესაბამისად. DPF არის ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმება, რომელიც შექმნილია აშშ-ში მონაცემთა დამუშავების ევროპული მონაცემთა დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით. DPF-ის შესაბამისად სერტიფიცირებული ყველა კომპანია ვალდებულია, დაიცვას მონაცემთა დაცვის სტანდარტები. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ პროვაიდერისგან ბმულზე: https://www.dataprivacyframework.gov/s/participant-search/participant-detail?contact=true&id=a2zt000000001L5AAI&status=Active

Google Maps

ეს გვერდი იყენებს Google Maps სერვისს. პროვაიდერი არის Google Ireland Limited („Google“), Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland. ამ სერვიცით ჩვენს ვებგვერდზე ირთვება რუკები.

Google Maps-ის ფუნქციებით სარგებლობისთვის აუცილებელია თქვენი IP მისამართის შენახვა. ეს ინფორმაცია, როგორც წესი, გადაეცემა და ინახება Google-ის სერვერზე აშშ-ში. ამ ვებგვერდის პროვაიდერს არანაირი გავლენა აქვს ამ მონაცემთა გადაცემაზე. როდესაც Google Maps გააქტიურებულია, Google-მა შეიძლება გამოიყენოს Google Fonts შრიფტების თანმიმდევრული ჩვენების მიზნით. Google Maps-ზე წვდომის ფარგლებში თქვენი ბრაუზერი ტვირთავს საჭირო ვებ-შრიფტებს ტექსტისა და შრიფტების სათანადოდ ჩვენების მიზნით.

Google Maps-ის გამოყენება მიზნად ისახავს ჩვენი ონლაინ-სერვისების მიმზიდველად წარმოჩენას და ვებგვერდზე ჩვენს მიერ მითითებული ადგილმდებარეობების მარტივად პოვნას. ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა § 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების მნიშვნელობით. თანხმობის მიღების შემთხვევაში დამუშავება ხორციელდება მხოლოდ § 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდებისა და § 25 ნაწილი 1 TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე იმდენად, რამდენადაც თანხმობა მოიცავს Cookie-ფაილების შენახვას ან მომხმარებლის მოწყობილობაზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომას (მაგ., მოწყობილობის თითის ანაბეჭდის აღება) TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მნიშვნელობით. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

მონაცემთა აშშ-ში გადაცემის საფუძველია ევროკავშირის კომისიის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს. დეტალებს გაეცნობით აქ: https://privacy.google.com/businesses/gdprcontrollerterms/ და https://privacy.google.com/businesses/gdprcontrollerterms/sccs/.

მომხმარებლის მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში: https://policies.google.com/privacy?hl=de.

კომპანია სერტიფიცირებულია ევროკავშირი-აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩოს (DPF) შესაბამისად. მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩო (DPF) არის შეთანხმება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, რომელიც შექმნილია აშშ-ში მონაცემთა დამუშავების ევროპული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. DPF-ის შესაბამისად სერტიფიცირებული ყველა კომპანიას ამ სტანდარტების დაცვის ვალდებულება აქვს. პროვაიდერისგან დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ბმულზე: https://www.dataprivacyframework.gov/s/participant-search/participant-detail?contact=true&id=a2zt000000001L5AAI&status=Active

Google reCAPTCHA

ამ ვებგვერდზე ვიყენებთ „Google reCAPTCHA“-ს (შემდგომში „reCAPTCHA“). პროვაიდერი არის Google Ireland Limited („Google“), Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland.

reCAPTCHA-ს დანიშნულება არის დასადასტურება, შეყვანილია თუ არა ამ ვებგვერდზე (მაგ., საკონტაქტო ანკეტაში) მონაცემები ადამიანის მიერ თუ გამოყენებულია ავტომატიზირებული პროგრამა. ამ მიზნით reCAPTCHA აანალიზებს ვებგვერდის ვიზიტორის ქცევას სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით. გაანალიზება იწყება ვიზიტორის მიერ გვერდზე წვდომისთანავე. reCAPTCHA აფასებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილს (მაგ., IP-მისამართს, ვიზიტორის მიერ ვებგვერდზე გატარებულ დროს ან მაუსის მოძრაობებს). ანალიზის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები გადაეცემა Google-ს.

reCAPTCHA ანალიზი სრულიად ფონურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვებგვერდის ვიზიტორები არ მიიღებენ ინფორმაციას ანალიზის მიმდინარეობის შესახებ.

მონაცემების შენახვა/ანალიზის საფუძველია § 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება. ავტომატური წვდომისა და სპამისგან საკუთარი ვებგვერდის დაცვა ოპერატორის კანონიერი უფლებაა. თანხმობის მიღების შემთხვევაში დამუშავება მიმდინარეობს მხოლოდ § 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდებისა და § 25 ნაწილი 1TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, რამდენადაც თანხმობა მოიცავს Cookie-ფაილების შენახვას ან მომხმარებლის მოწყობილობაზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომას (მაგ., მოწყობილობის თითის ანაბეჭდის აღება) TTDSG/ტელეკომუნიკაცია-ტელემედია-მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მნიშვნელობით. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

Google reCAPTCHA-ს შესახებ დამატებით ინფორმაციას იხილავთ Google-ის მონაცემთა დაცვის დეკლარაციაში და მომსახურების პირობებში შემდეგ ბმულებზე: https://policies.google.com/privacy?hl=de და https://policies.google.com/terms?hl=de.

კომპანია სერტიფიცირებულია ევროკავშირი-აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩოს (DPF) შესაბამისად. მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩო (DPF) არის შეთანხმება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, რომელიც შექმნილია აშშ-ში მონაცემთა დამუშავების ევროპული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. DPF-ის შესაბამისად სერტიფიცირებული ყველა კომპანიას ამ სტანდარტების დაცვის ვალდებულება აქვს. პროვაიდერისგან დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ბმულზე: https://www.dataprivacyframework.gov/s/participant-search/participant-detail?contact=true&id=a2zt000000001L5AAI&status=Active

6. ჩვენი საკუთარი სერვისები

Google Drive

ამ ვებგვერდზე ინტეგრირებულია Google Drive. პროვაიდერი არის Google Ireland Limited („Google“), Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland.

Google Drive ვებგვერდზე შინაარსების ატვირთვის შესაძლებლობას გვაძლევს. ატვირთული შინაარსი ინახება Google Drive-ის სერვერებზე. ვებგვერდზე ვიზიტის დროს მყარდება კავშირი Google Drive-თან, რის შედეგადაც Google Drive დაადგენს, რომ თქვენ ჩვენს ვებგვერდს ეწვიეთ.

Google Drive-ის გამოყენების საფუძველია § 6 ნაწილი 1f (ვ) DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდება. საკუთარ ვებგვერდზე უსაფრთხო ატვირთვის უფლება ოპერატორის კანონიერი უფლებაა. შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში დამუშავება ხორციელდება მხოლოდ § 6 ნაწილი 1ა DSGVO/მონაცემთა დაცვის ძირითადი წესდების საფუძველზე. ამ თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

კომპანია სერტიფიცირებულია ევროკავშირი-აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩოს (DPF) შესაბამისად. მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩო (DPF) არის შეთანხმება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, რომელიც შექმნილია აშშ-ში მონაცემთა დამუშავების ევროპული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. DPF-ის შესაბამისად სერტიფიცირებული ყველა კომპანიას ამ სტანდარტების დაცვის ვალდებულება აქვს. პროვაიდერისგან დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ბმულზე: https://www.dataprivacyframework.gov/s/participant-search/participant-detail?contact=true&id=a2zt000000001L5AAI&status=Active

7. გამოსახულების ლიცენზია მთავარ გვერდზე

აღწერა: ქართული მხედრული და ასომთავრული ტექსტი ერთსა და იმავე გვერდზე
თარიღი: 2021 წლის 2 მაისი, 14:49:49 სთ
წყარო: საკუთარი ქმნილება
ავტორი: გერმანელი

ეს ფაილი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-Share Alike 4.0 International ლიცენზიით.

თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები

  • გაზიარება – ნამუშევრის ასლის დამზადება, გავრცელება და გადაცემა
  • რემიქსი – ნამუშევრის ადაპტაცია

შემდეგი პირობების დაცვით:

  • ატრიბუცია – თქვენ უნდა მიუთითოთ შესაბამისი წყარო, მოგვაწოდოთ ლიცენზიის ბმული და მიუთითოთ, ადგილი ჰქონდა თუ არა ცვლილებებს. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი გონივრული გზით, თუმცა არ გაქვთ უფლება, მიუთითოთ, რომ ლიცენზიარი მხარს გიჭერთ თქვენ ან მხარს უჭერს თქვენს მიერ გამოყენებას.
  • გაზიარება ერთნაირად –მასალის რემიქსის, ტრანსფორმაციის ან მასზე დაყრდნობის შემთხვევაში თქვენი ქმნილება უნდა გაავრცელოთ იგივე ან თავსებადი ლიცენზიით, როგორც ორიგინალი.

(C) Lexikonia 2024

Licensing for the image on the landing page

Description
ქართული: ქართული მხედრული და ასომთავრული ტექსტი ერთსა და იმავე გვერდზე
Date
Source Own work
Author Deu
This file is licensed under the Creative Commons Attribution-Share Alike 4.0 International license.

You are free:
  • to share – to copy, distribute and transmit the work
  • to remix – to adapt the work
Under the following conditions:
  • attribution – You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
  • share alike – If you remix, transform, or build upon the material, you must distribute your contributions under the same or compatible license as the original.