ქართული ენის მთარგმნელი
აღიარებული, მიუნხენის 1. სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტის
მიერ ქართული ენის საჯაროდ რწმუნებული და საყოველთაოდ ნაფიცი მთარგმნელი
ნაფიცი ქართული ენების მთარგმნელი გითარგმნით და დაგიმოწმებთ შემდეგი სახის დოკუმენტებს:
სახელმწიფო / საჯარო / იურიდიული დოკუმენტები (ყოველგვარი სახის საბუთები / მოწმობები, პატენტები, საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციები, სასამართლოს შეტყობინებები, განაჩენები და ა.შ), კანონმდებლობა / სამართალი
საერთაშორისო, თანამშრომლობის, ნასყიდობის, სამსახურებრივი და ა.შ. ხელშეკრულებები
სუბტიტრები / სცენარები
ლიტერატურული თარგმანები / პროზა
ფასს, მათ შორის, განაპირობებს თარგმანის დამზადების სასურველი ვადა, მოცულობა (ნორმირებული ხაზები), ტექსტის სირთულე (თემატიკა და სინტაქსი) და ფორმატი (ქაღალდი, Word, PDF, სხვა ფორმატი, ცხრილები, ხელნაწერები და ა.შ.), აგრეთვე დამოწმების საჭიროება.
ე.წ. სასწრაფო თარგმანი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში მზადდება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, თარგმანის ან თარჯიმნად მომსახურების ზოგად ღირებულებას, სამწუხაროდ, ამ გვერდზე ვერ დაგისახელებთ. ზუსტი ფასის გამოთვლის მიზნით დამიკავშირდით.