მაია ციგლერი

ქართული და გერმანული ენების საყოველთაოდ აღიარებული, რწმუნებული და ნაფიცი მთარგმნელი

ლექსიკონია - ქართულ-გერმანული, გერმანულ-ქართული დამოწმებული თარგმანი

მომსახურება

გერმანიაში, ბავარიის მიწაზე საყოველთაოდ აღიარებული, რწმუნებული და ნაფიცი ქართული და გერმანული ენების მთარგმნელი გითარგმნით და დაგიმოწმებთ შემდეგი სახის დოკუმენტებს:

  • სახელმწიფო, საჯარო და იურიდიული დოკუმენტები (საბუთები, მოწმობები, პატენტები, სასამართლოს განაჩენები და ა.შ)
  • სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები, სამედიცინო ექსპერტიზები, კანონმდებლობა, სამართალი
  • საერთაშორისო, ბიზნესის, თანამშრომლობის, სამსახურებრივი და ა.შ. ხელშეკრულებები
  • ტურიზმი, ყიდვა-გაყიდვა, დაზღვევა, მარკეტინგი, პოლიტმეცნიერება, მოდა, ჟურნალისტიკა, ფილოსოფია, ხელოვნება, რელიგია, ვებგვერდები, ინტერნეტი, ენათმეცნიერება
Übersetzungen georgisch-deutsch

ჩემს შესახებ

  • დაბ. საქართველოში, თბილისში,
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტი (ამჟამად, ილიაუნი), გერმანული ენა
  • რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული
  • გერმანულ- და ქართულენოვანი პრესის რედაქტირების  და კორექტურის მრავალწლიანი გამოცდილება
  • მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიან-უნივერსიტეტის ახალი გერმანული ლიტერატურის და პოლიტმეცნიერების ფაკულტეტი, მაგისტრატურა
  • გოეთეს ინსტიტუტისა და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიან-უნივერსიტეტის გერმანული ენის ერთობლივი დიდი დიპლომი
  • მთარგმნელთა სახელმწიფო გამოცდა, გერმანია, ჰესენის მიწა
  • გერმანიაში, ბავარიის მიწაზე ქართული ენის საყოველთაოდ აღიარებული, რწმუნებული და ნაფიცი მთარგმნელი
  • მთარგმნელთა და თარჯიმანთა ფედერალური კავშირის (BDÜ) წევრი

ფასები

ჩემი ჰონორარის საფუძველია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი (JVEG) ექსპერტთა, თარჯიმანთა, მთარგმნელთა, ნაფიც მსაჯულთა, მოწმეთა და მესამე პირთა ჰონორარის შესახებ.

მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, თარგმანის დამზადების სასურველ ვადას, მოცულობას (ნორმატიული ხაზები), ტექსტის სირთულეს  (თემატიკა და სინტაქსი) და ფორმატს (ქაღალდი, Word, PDF, სხვა ფორმატი, ტაბულები და ა.შ.).

ე.წ. სასწრაფო თარგმანი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში მზადდება.

ამასთანავე, ფასისთვის მნიშვნელოვანია,  თარგმანი უნდა დამოწმდეს, თუ არა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თარგმანის ზოგად ღირებულებას, სამწუხაროდ, ამ გვერდზე ვერ დაგისახელებთ. შესათანხმებლად გთხოვთ, მომმართოთ